სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა სამშაბათს დაამტკიცა, რომ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან 25 აპრილს გაიმართება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან, სომხეთის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან გამართული ცერემონიის შემდგომ განაცხადა.
"მე არ მინდოდა დღეს ამ თემაზე ლაპარაკი. ჯობს ხვალ“ - განაცხადა მან ჟურნალისტების კითხვაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკების თაობაზე.