კანადის ქალაქ ტორონტოში, მანქანა ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. გარდაცვცლილია 10 ადამიანი. სხეულის დაზიანება მიიღო კიდევ 15 მოქალაქემ.
ავტომანქანის მძღოლი - 25 წლის ალეკ მინასიანი პოლიციამ უკვე დააკავა. სავარაუდოდ მან ფეხით მოსიარულეებს განზრახ გადაუარა, თუმცა ამ დროისთვის მოტივი უცნობია.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასთინ ტრიუდომ მომხდარს "ტრაგიკული და სასტიკი თავდასხმა“ უწოდა.
ქალაქის პოლიციის უფროსმა გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდამსხმელი გამოიყურება ისე თითქოს წინასწარ იყო მომზადებული. გამოძიება გრძელდება.