ბათუმში უკვე ოთხი დღეა 15 წლის გოგოს ეძებენ.
გაუჩინარებული გოგოს დედის განცხადებით, მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლე სახლიდან 20 აპრილს გავიდა, სკოლაში არ მისულა და მას შემდეგ ოჯახს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ის მომხდარს მოზარდის მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა საეჭვო ჯგუფებში გაწევრიანებას უკავშირებს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ის პირი ვისთან ერთადაც არასრუწლოვანი ბოლოს იმყოფებოდა.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები 21 აპრილიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც პოლიციაში განცხადება შევიდა.