ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი მამაკაცი გარდაცვლილი, მეორე კი, უგუნო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილ მამაკაცს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება. რაც შეეხება მეორეს, ის ალკოჰოლის ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ორივე მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა.