საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები უტარდება მაგისტრალური არხის გამანაწილებლებს, კერძოდ, გ-1-დან გ-8-მდე მონაკვეთებს; ეწყობა სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილები; მიმდინარეობს მილხიდებისა და წყალგამშვები ხიდების აღდგენითი სამუშაოები.
გამანაწილებლების რეაბილიტაციის შედეგად გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და რეგულარულად მოირწყვება სოფლების - ნინოწმინდას, გიორგიწმინდას და ქ.საგარეჯოს 730 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.
(NS)