ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღინიშნება.
უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.