სტამბოლის რიგით მესამე აეროპორტში, რომელიც ოფიციალურად 29 ოქტომბრიდან შევა ექსპლუატაციაში, სასტუმრო Yotel-ი გაიხსნება.
სასტუმრო მთავარი ტერმინალის მახლობლად იქნება განთავსებული.
სასტუმრო Yotel-ი მთლიანობაში 451 სასტუმრო ნომერს გააერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროთა ქსელ Yotel-სთვის ეს თურქეთში რიგით პირველი სასტუმრო იქნება.