19 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, კონტარქტორმა ორგანიზაციამ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, ორმოული შეკეთების სამუშაოების წარმოებისას გორის გვირაბი 1,5 საათით ჩაკეტა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, კონტარქტორ ორგანიზაცია შპს “იბოლიასთან“ მიმართებაში მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები აღნიშნული ქმედების გამო.
მათივე ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია და გორის გვირაბში გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.