ახალციხის მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა კულტივაციის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, ახალციხის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 20 ჰექტარი მიწის ფართობი.
სამუშაოები აქტიურად გრძელდება ორფოლოს ტერიტორიაზე, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით 7 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.
საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრში 51 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.
შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.
(NS)