ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, კლინიკაში შეყვანისთანავე მამაკაცი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა მას გული გაუჩერდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ძლიერი ინტოქსიკაციით იყო მიყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.