კასპში, გვიან ღამით ძმამ ძმა მოკლა.
როგორც ირკვევა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთმა ძმამ მეორეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.