რუსეთის გადაწყვეტილებამ ხორბლის ექსპორტის დროებით შეწყვეტის შესახებ მსოფლიო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
აშშ-ში ფიუჩერსები ხორბალზე 4,4 %-ით გაიზარდა, შესაბამისად 2010 წლისს სექტემბერისთვის მისაწოდებელი მარცვლეულის ფასმა გადაჭარბა 8,21 დოლარიან ზღვარს. აზიის სავაჭრო ბირჟებზე ზრდამ 4,8 % შეადგინა.
რუსეთის მეხორბლეთა კავშირის შეფასებით, 2011 წლის ივლისის პერიოდისთვის რუსეთიდან ექსპორტს 20 მლნ. თონა უნდა შეედგინა. დღეისათვის კი ეს მაჩვენებელი გასულ პერიოდთან შედარებით 1 მილიონი ტონით ნაკლებს შეადგენს.
რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის 1-ლი ივლისისათვის რუსეთის მარაგებმა 21,7 მლნ ტონა შეადგინა.
ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გვალვის გამო 27 რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურები 10,2 მილიონ ჰექტარზე განადგურდა. სამინისტრომ 2010 წლისათვის ხორბლის მოსავლის სავარაუდო პროგნოზიც დაასახელა და ის 70 დან 75 მილიონ ტონამდეა.
2009 წელს ხორბლის მოსავალმა 97,1 მილიონი ტონა შეადგინა. 2008 წელს კი 108,2 მილიონი ტონა.
შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის და მისგან წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ. მისი განცხადებით, რუსეთს საკმაო მარაგები გააჩნია თუმცა "არ უნდა მოხდეს შიდა ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე შენარჩუნდეს და უნდა მოხდეს მომავალი წლის რეზერვების ფორმირება".
"ჩვენ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. ამ აკრძალვას დროებითი ხასიათი ექნება", _ განაცხადა პუტინმა.
დაზუსტებული ინფორმაციით, ხორბლის ექსპორტი რუსეთიდან მიმიდნარე წლის 15 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე შეწყდება.