დღეს, 6 აგვისტოს, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გაიმართება.
აუქციონის გამოცხადების თხოვნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს "ალანიამ" მიმართა, რომელსაც სატელევიზიო ანძიდან საკაბელო ქსელის ოპერატორების სათავო სადგურებამდე დასაკავშირებლად რადიოსარელეო სიხშირე ესაჭიროება. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 12 ივლისამდე მიმდინარეობდა.
რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 9 590,40 ლარის ოდენობით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯი 480 ლარი იქნება.