კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე სელფების გადაღება აუკრძალეს.
როგორც კინოფესტივალის დირექტორმა ტიერი ფრემომ Variety-თან ინტერვიუში განაცხადა, სელფი ეწინააღმდეგება წითელი ხალიჩისა და მთლიანად ფესტივალის იდეას. მისი თქმით, უმჯობესია ვარსკვლავები ფოტოების გადაღებას პროფესიონალებს თუ კი ანდობენ.
„სელფი ანელებს ვარსკვლავის გამოსვლის პროცესს წითელ ხალიჩაზე და საერთოდ მუდმივ არეულობას იწვევს“, - განაცხადა მან.
საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში ყოველწლიური კინოფესტივალი წელს 8 მაისს გაიხსნება. მის ოფიცალურ პროგრამას კი 12 აპრილს გამოაქვეყნებენ.