დღეს, 6 ოქტომბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება.
როგორც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში აცხადებენ, დაზიანებული წყალდენის აღდგენისა და დედაქალაქის წყალმომარაგების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდება კონიაკის დასახლებასა და თემქის III მიკრორაიონს.
შეფერხების გამო კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი~ ბოდიშს უხდის მომხმარებელს.