რუსეთის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი სეპარატისტულ აფხაზეთში ჩავიდა. შუვალოვი აფხაზეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონახულების და იქ ჩატარებული ინსპექტირების შემდეგ ესტუმრა.
როგორც ირკვევა, შუვალოვის ვიზიტის მიზანი აფხაზეთში იგივეა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში იყო. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი და მასთან ერთად რუსული დელეგაცია იმიტომ ჩავიდა, რომ აფხაზეთში რუსული სახსრებით მიმდინარე აღდგენით სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირება მოახდინოს.
შუვალოვისYთანმხლებ რუსულ დელეგაციაში არიან: რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იური ზუბაკოვი, რეგიონალური განვითარების, ჯანდაცვისა და სოც.უზრუნველყოფის, ტრანსპორტის, ფინანსთა და კავშირგაბმულობის სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე რუსეთის შს სამინისტროს, სასაზღვრო და საბაჟო სამმართველოს წარმომადგენლები.
"რუსეთის მთავრობის დელეგაცია აფხაზეთის ხელისუფლებასთან თათბირს ჩაატარებს. დღის წესრიგშია რუსეთისა და აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური საკითხების, საინვესტიციო პოლიტიკის, კრედიტის გამოყოფისა და სხვა საკითხების განხილვა", _ იუწყება რუსული მედია.