სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს საქართველოს მიერ უკრაინული გემის "აკორდის" დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც მათი თქმით "აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში" იმყოფებოდა.
"საქართველო აგრძელებს პოლიტიკას აფხაზეთის ეკონომიკური იზოლაციისა, აკავებს რა სავაჭრო ხომალდებს რომლებიც აფხაზეთიდან ან აფხაზეთში მიემართებიან და აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებიან. საქართველოს ამგვარი ქმედებები ყველა საერთაშორისო ნორმალს ეწინააღმდეგება და აგრესიის აქტად მიიჩნევა", _ იუწყება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამას გარდა, აფხაზური მხარე ასევე "შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არსებული საერთაშორისო სტრუქტურების უმოქმედების გამო, რომელთა საქართველოში ყოფნა სულაც არ უშლის ხელს საქართველოს აგრესიული აქტების განხორციელებაში".
ამასთან ერთად - "სოხუმი მიმართავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ყველა მონაწილეს და მოუწოდებს მათ მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები მომავალში საქართველოს მიერ ამგვარი პროვოკაციების განმეორების აღკვეთასთან დაკავშირებით".