თებერვალში საქართველოში 49 000 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა. არსებული მონაცემებით, ქვეყანაში ხორბალი ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის, ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კი რუსეთია.
სტატისტიკური მონაცემებით, იმპორტირებული სრული რაოდენობიდან 265 ტონა ხორბალი შემოვიდა მხოლოდ უკრაინიდან.
1 ტონა ხორბლის ფასი 195-208 დოლარის ფარგლებში მერყეობს.