ცხინვალში მეოთხე რუსული საოკუპაციო ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილისათვის სამხედრო ქალაქი გაიხსნა. ექსპლუატაციაში ჩაბარებულია ექვსი კორპუსი: ოთხი საერთო საცხოვრებელი ოფიცერთა ოჯახებისათვის და ჯარისკაცთა ორი საერთო საცხოვრებელი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ახალი ბინების გასაღები ოფიცერთა 36 ოჯახს გადაეცა.
ოსური მედია ასევე იუწყება, რომ მიმდინარე წლის სექტემბრისათვის დასრულდება მშენებლობა სავაჭრო-საყოფაცხოვრებო კომპლექსისა და სასადილო დარბაზისა ოფიცრებისათვის. ამას გარდა, მიმდინარე წლის 1 დეკემბრისათვის კიდევ დამატებით უნდა აშენდეს ხუთი საერთო საცხოვრებელი ჯარისკაცებისათვის, ასევე სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი.