ოსი სეპარატისტები 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ორი წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ამ თარიღისადმი მიძღვნილი ხსოვნის ღონისძიებები 4 აგვისტოს დაიწყება.
იგეგმება მრგველი მაგიდის ჩატარება თემაზე "ცხელი აგვისტო-2008. ისტორიის გაკვეთილები". "მრგვალ მაგიდაზე იგეგმება საქართველოს ხელისუფლების ანტიჰუმანური პოლიტიკის განხილვა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და რუსეთის როლზე საუბარი სამხრეთ ოსეთის ქართული ჯარებისგან განთავისუფლების საკითხში", _ იუწყებიან სეპარატისტები.
მათივე ინფორმაციით, ძირითადი სამგლოვიარო ღონისძიებები 7-8 აგვისტოს გაიმართება.
"აქცია "ხსოვნის ნათელი შუქი" 7 აგვისტოს ღამით დაიწყება და 8 აგვისტოს დილით დასრულდება. ასევე გაიმართება საყოველთაო ლოცვა და კონცერტი-რექვიემი. 8 აგვისტოს დილით გაიხსნება "დამწვარი სულების მუზეუმი". ამავე დღეს აღიმართება ხსოვნის ჯვარი. იგეგმება მოსკოვის აკადემიური ორკესტრის გამოსვლაც", _ იუწყება სეპარატისტთა ინფორმაციის კომიტეტი.
მასთან მოხვდება ყველა ის მოქალაქე, რომელიც წინასწარ სიაში ჩაეწერება.