ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი ჩავიდა. შუვალოვთან ერთად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ამ რეგიონში რუსული დელეგაციაც ჩავიდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, იგორ შუვალოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს გაეცნობა.
მათივე ინფორმაციით, რუსული დელეგაცია ასევე მოინახულებს მოსკოვის მთავრობის სახსრებზე აგებულ მიკრორაიონს "მოსკოვსკის". სწორედ იქ გაიმართება თათბირი რუსეთის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერისა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის კრიმინალური მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით.