9 მარტს, 12:00 საათზე ბორჯომის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა.
სხდომაზე უნდა გადაწყდეს, დაუჭერს თუ არა ბორჯომის საკრებულო მერიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, სადაც მერიის თანამშრომლების საშტატო ნუსხა და ხელფასები უნდა დამტკიცდეს.
ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები გადაუგზავნა. საბიუჯეტო სამსახურს დოკუმენტი უკვე მზად აქვს. საკრებულოში კი აცხადებენ, რომ ხელფასების იმ ოდენობით მატებას, როგორც ამას მერია ითხოვს, მხარს ისევ არ დაუჭერენ.