ზესტაფონში, ქალთა კვირის ფარგლებში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად მსვლელობა მოეწყო.
აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და მსვლელობით რამდენიმე ქუჩაზე გადაინაცვლეს.
აქცია-მსვლელობა მუსიკალურ სკოლაში კონცერტით დასრულდა.
აქცია პროექტ „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად” ორგანიზებით და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი