გორის რაიონის სოფელ კარალეთში ქურდობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირმა სასურსათო მაღაზია გაქურდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
მაღაზიის მეპატრონის თქმით, სიგარეტის მთელი მარაგი და 1 000 ლარია წაღებული.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.