ჩოხატაურის ცენტრში, ბენზინგასამართ სადგურ "ვისოლთან" გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
დაღუპული ჩოხატაურში მცხოვრები 54 წლის ბ.რ-ა.
არსებული ინფორმაციით, იგი მარტო ცხოვრობდა და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აქვს.