„ლოუ-კოსტერი“ Ryanair-ი უკრაინულ ბაზარზე ოპერირებას კიევის მიმართულებით რეისების განხორციელებით იწყებს, ხოლო შემდეგ რეისებს ლვოვის მიმართულებითაც დაიწყებს.
„ავიაკომპანია უკრაინაში ფრენებს დედაქალაქის მიმართულებით დაიწყებს. ლვოვისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ის დედაქალაქი არ არის. ჩვენ ფრენებს დავიწყებთ დედაქალაქიდან, მით უმეტეს რომ იქ დაფრინავენ კონკურენტებიც“, განაცხადა Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ობრაიანმა.