ბორჯომში, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია რატომ გახდა საჭირო სპეცრაზმის გამოძახება, თუმცა ოპოზიციის ვარაუდით, ეს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდარის მიზეზი მერიის თანამშრომლების ხელფასის საკითხი გახდა. ღამით მერიის თანამშრომლები გაიფიცნენ და აქციებიც დააანონსეს.
ბორჯომში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.