ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დღეს დაჯავშნულ ყველა რეისზე 20%*-იან ფასდაკლებას აცხადებს.
სუსხიანი ზამთრით დაღლილი მომხმარებლების მზიან ზაფხულზე ოცნება უკვე რეალობად იქცევა! როდესაც არსებობს რეისი ისეთ მინიმალურ ფასად, როგორიცაა 24,99 ლარი/€ 9,99 თქვენ გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, გაემგზავროთ Wizz Air-ის მრავალფეროვანი ქსელის ერთ-ერთი მზიანი მიმართულებით და განტვირთვისთვის კიდევ ერთი თავგადასავალი სწორედ ახლა დაგეგმოთ: ესტუმრეთ საბერძნეთის თბილ და, ამავდროულად, საინტერესო კულტურით გამორჩეულ დედაქალაქ ათენს ან ისიამოვნეთ კოქტეილებითა თუ საცურაო აუზით ასევე მზიან ლარნაკაში.
თუ გსურთ, ისარგებლოთ დღევანდელი საუკეთესო ტარიფებით, თუმცა ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ, ვისთან ერთად იმოგზაუროთ, გაეცანით Wizz Air-ის მოქნილ სერვისს „ცვლადი თანამგზავრი“: მცირე მოსაკრებლის საფასურად, ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება აქვს, გააფორმოს ჯავშანი რეგისტრაციამდე თანამგზავრის მონაცემების მითითების გარეშე.
ფასდაკლებული ტარიფები ხელმისაწვდომია 1 მარტის 23:59 საათამდე.
*20%-იანი ფასდაკლება ეხება მოსაკრებელსა თუ გადასახადებსაც, თუმცა მასში არ მოიაზრება ფასდაკლება ადმინისტრაციულ საფასურზე. შეთავაზება ხელმისაწვდომია 1 მარტის 00:00-დან 23:59-მდე. მოგზაურობის პერიოდი შეზღუდულია მაქსიმუმ 2018 წლის 31 მაისამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფასდაკლებით სარგებლობისთვის, საჭიროა, ბილეთი დაიჯავშნოს wizzair.com-ზე ან WIZZ მობილური აპლიკაციით.