გერმანიის ხელისუფლებამ დაადასტურა საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს კომპიუიტერულ ქსელზე ჰაკერული თავდასხმის ფაქტი. დაზარალებულმა სახელმწიფო უწყებებმა უკვე მიიღეს შესაბამისი ზომები. ამის შესახებ ინფორმაციას „EuroNews“-ი ავრცელებს.
პასუხისმგებლობა კიბერშეტევაზე ეკისრება ჰაკერთა ჯგუფს “АРТ 28”. ეს ჯგუფი ასევე ცნობილია “Fancy Bear”-ის სახელითაც.
სააგენტო „Deutsche Presse-Agentur“-ის ცნობით ჰაკერების მთავარი სამიზნე იყო თავდაცვის დეპარტამენტი. კიბერშეტაკება გრძელდებოდა ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ფაქტი მხოლოდ დეკემბერში აღმოაჩინეს.
გაზეთი “Süddeutsche Zeitung”-ი წერს, რომ ჰაკერული თავდსხმის შედეგად ძალზე დაზარალდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. თავდასხმის შედეგად, შესაძლოა მოპატული ყოფილიყო მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰაკერული დაჯგუფება კავშირში იყო რუსულ დაზვერვასთან, თუმცა გერმანულ ძალოვანებს არ გაუკეთებიათ არანაირი კომენტარი ამ ფაქტთან დაკვშირებით. თავად რუსული მხარე АРТ 28-თან კავშირს უარყოფს.