"იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება უმოკლეს ვადაში დაადგენს ამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
"შეძრული ვარ დღეს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით, რომელმაც 14 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა და მისი თანატოლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უდიდესი საფრთხე შეუქმნა. იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება უმოკლეს ვადაში დაადგენს ამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზს. მთელი გულით თანავუგრძნობ გარდაცვლილი ასლან მამედოვის ოჯახს, პედაგოგებს და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შენობიდან შუშა ჩამოვარდა.
შუშა გამვლელებს დაეცა, მათ შორის 6 ბავშვს, რომლებიც ტერიტორიაზე მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდნენ.
ერთი დაშავებული ინგოროყვას კლნიკაში, ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა.