გორში, რაზმაძის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია გაძარცვეს.
წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან თანხა წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.