ბრიტანელი კინორეჟისორი და სცენარისტი ლუის გილბერტი, რომელსაც გადაღებული აქვს აგენტი ჯეიმს ბონდის სამი ფილმი, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ის ოფიციალური საიტიზე გავრცელდა. ლუის გილბერტი 1920 წელს დაიბადა. მას ბონდიანას სამი ფილმი აქვს გადაღებული: „შენ მხოლოდ ორჯერ ცხოვრობ“ (1967); „აგენტი რომელსაც ვუყვარდი“ (1977) და „მთვარის მრბოლელი“ (1979) წელი.
კინორეჟსორს ასევე შექმნილი აქვს ისეთი ფილმები როგორიცაა „მოჩვენებების სახლი“ და „ელფი“. ამ უკანასკნელმა ფილმმა მიიღო ხუთი ნომინაცია „ოსკარის“ დაჯილდოვებაზე, ასევე სპეციალური ჯილდოები კანის კინოფესტივალზე და „ოქროს გლობუსზე“.