„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის მერიას ავტოპარკის გაყიდვის იდეით მიმართავს, - ამის შესახებ პარტიის ქუთაისის საკრებულოს წევრმა გია უკლებამ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ქუთაისის მერიის ავტოპარკში 70 ავტომობილია, მათ შორის ექვსი მაღალი გამავლობის, ე.წ ჯიპის ტიპის ავტომობილია.
მისივე განცხადებით, მერიის ავტოპარკის ტექნიკური შეკეთების მომსახურების და საწვავის ხარჯმა, წელიწადში 448 000 ლარი შეადგინა.
ბრიფინგზე უკლებამ ქუთაისის მერს და მის მოადგილეებს ინიციატივით მიმართა, აღნიშნული თანხა სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებზე გადანაწილდეს.