კახეთის რეგიონში მიწისძვრა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 22:01 საათზე, ქალაქ ყვარელთან მოხდა და ის 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ყვარლის ჩრდილოეთით 11 კმ.-ში, სოფელ საბუედან 8 კმ.-ში დაფიქსირდა.