რუსეთის ფედერაცია ოსი სეპარატისტებისათვის გაგზავნილი ფულადი სახსრების კონტროლს განაგრძობს და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მთავრობის პირველ ვიცე-პრემიერს იგორ შუვალოვს აგზავნის. შუვალოვი ცხინვალში დღეს ჩადის.
თავად ოსური მედია აღნიშნავს, რომ შუვალოვის ვიზიტის მთავარი მიზანი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობაა.
ოსური მედია ასევე აღნიშნავს, რომ დღეისათვის რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკაში შეტანილი წვლილი 20 მილიარდზე მეტ რუსულ რუბლს შეადგენს. ამას გარდა, სეპარატისტები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის საანგარიშო პალატის მიერ ჩატარებულმა რეგულარულმა გამოკვლევებმა თანხის გახარჯვის საკითხებში ვერავითარი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.