კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია მძიმეა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შვილი დედამ დაიტიროს, ხოლო კიდევ ორი მოქალაქე ჯანმრთელი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მიერ გამართულ აქციაზე მივიდა და აქციის მონაწილეებს თხოვნით მიმართა:
"წარმოიდგინეთ, ოჯახს შვილი მოუკლეს და დატირების საშუალებას არ აძლევენ. არ მეგულება ქართველი, ვისაც აქ მოსვლა და მათთან გვერდში დგომა არ უნდოდეს, მაგრამ ჩვენს უკან ხომ ქვეყანაა და ამ დროებითი საზღვრის მიღმა, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრშია, მტერი ფართო თვალებით გვიყურებს, სიფრთხილე გვმართებს! ამიტომ ვთხოვ ყველას, ნუ გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენს მტერს უნდა. ნურც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენებთ ამ თემას. შვილმკვდარი ოჯახის დამშვიდებას ვერავინ შეძლებს, მაგრამ სხვას თავშეკავება და ცივი გონებით აზროვნება მართებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია მძიმეა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შვილი დედამ დაიტიროს, ხოლო კიდევ ორი მოქალქე ჯანმრთელი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს“, - განაცხადა ხუნდაძემ.