საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პალდოში 35 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
მამაკაცის ცხედარი მისმა ძმამ შემთხვევით იპოვა და პოლიციას შეატყობინა.
ცხედარი ამ დროისათვის ექსპერტიზაზე გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.