მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებით, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის, ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი, პირობითი მსჯავრის გამოყენებას ითხოვდა.
პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულისა და გარდაცვლილის ოჯახებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ბექა რუსიას ოჯახი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
წვევამდელი ბექა რუსია 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარზე საქმის ძიება სს კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.