მსოფლიოში კაკაოს წარმოება საფრთხის წინაშე დგას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ, მან შეიძლება რესურსი ამოწუროს და საერთოდ გაქრეს წარმოებიდან. რის მიზეზადაც გლობალური დათბობას და მავნებლებს ასახელებენ.
ზოგიერთი მათგანი უფრო პესიმისტურადაა განწყობილი. მათი თქმით 40 წლის შემდეგ მთელი შოკოლადის ინდუსტრია, რომლის ბრუნვაც 98 მილიარდ დოლარს შეადგენს, დაინგრევა.
სხვა სპეციალისტები სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ.
გამოკვლევების თანახმად, რომელიც ჩატარდა კომპანია Euromonitor -ის მიერ 2016-2017 წლებში, მსოფლიო მოთხოვნამ შოკოლადსა და სხვა მისგან დამზადებულ საკონდიტრო პროდუქტებზე 7450 ტონას გადააჭარბა, რაც 10 პროცენტით მეტია წინა 5 წლის მონაცემებთან შედარებით.
კაკაოს წარმოება ძირითადად ხდება მსოფლიოს ორ ყველაზე დასახლებულ ქვეყანაში ჩინეთსა და ინდოეთში. ინდოეთმა მოთხოვნის ყველაზე მაღალი ზრდა 2016 წელს აჩვენა (13 %).
მსფლიოში ყველაზე მეტი ტკბილის მოყვარული აშშ-ში ცხოვრობს, სადაც საერთო მსოფლიო წარმოების 20 % მოდის. თუმცა ერთ სულ მოსახლეზე მისი ყველაზე მაღალი გამოყენება შვეიცარიაში დაფიქსირდა. ისინი საშუალოდ წელიწადში 11 კილო შოკოლადს მიირთმევენ.