რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 12-მდე ადამიანი ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის გალის მიმართულების ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დღეს, დილით რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის გადმოსასვლელზე ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მგზავრები და მძღოლი ჯონიერ ჭკადუა დააკვეს.
რუსმა სამხედროებმა მათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და სპეციალური საშვები მოსთხოვეს, რომელიც ე.წ. საზღვარზე გადასასვლელად აფხაზი სეპარატისტები გასცემენ.
დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ოკუპანტებმა მგზავრები და სამარშუტო ტაქსის მძღოლი გაანთავისუფლეს.