სოხუმში რუსი ოკუპანტებისა და სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ფლოტების ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება " შავ ზღვის უსაფრთხოება 2010" დასრულდა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით სწავლებების პრაქტიკული ნაწილი სოხუმის რაიონის სოფელ ქვედა ეშერის სანაპიროებთან ჩატარდა. მანევრებში 300 სამხედრო მოსამსახურე და დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკა მონაწილეობდა - ვერტმფრენები, სასაზღვრო კატერები და ჯავშანმანქანები.
"სწავლებების ლეგენდის მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში აღმოჩნდა ტერორისტებით სავსე გემი, რომელსაც დედაქალაქის ნავთობბაზის ხელში ჩაგდების მცდელობა ჰქონდა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
სწავლებების ხელმძღვანელმა აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა იური ზვირიკმა დადებითად შეაფასა აფხაზი და რუსი სამხედროების ერთობლივი ქმედებები.