ოსი სეპარატისტები ქართველ სამხედროებს ამჟამად უკვე ოს ჟურნალისტთა გადამღები ჯგუფისათვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
"ქართულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა სახელმწიფო სატელევიზიო სამაუწყებლო კომპანია "ირ" -ის გადამღები ჯგუფი დაცხრილეს", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ინფორმაციის, კავშირისა და მასობრივი კომუნიკაციების კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი კაბისოვი.
მისი ინფორმაციით, ინციდენტი ზნაურის რაიონის სოფელ გვირგინაში მოხდა, მაშინ როდესაც ოსი ჟურნალისტები, ქართველების მიერ გატაცებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის მიხაილ კულუმბეგოვის გატაცების შესახებ სიუჟეტს აკეთებდნენ.
"ჟურნალისტებისგან არავინ დაშავებულა, ტყვიები აპარატურას მოხვდა", _ აცხადებს კაბისოვი.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით, ოსმა სეპარატისტებმა ქართული მხარე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის გატაცებაში დაადანაშაულეს.