6-9 ოქტომბერს "ალიანსი საქართველოსთვის'" ლიდერი ირაკლი ალასანია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებას ეხება.
კონფერენციაზე ირაკლი ალასანია საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში რუსეთისა და სერთაშორისო ორგანიზაციების როლის თაობაზე ისაუბრებს.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან, გერმანიის პარლამენტის წევრებთან, გერმანიის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე, ჰანს-დიტერ ლუკასთან და ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელ პასკალ ჰაიმანთან გამართავს შეხვედრებს.