ბეშუმი აქტიური ტურისტული სეზონის მოლოდიმშია, თუმცა კურორტზე დამსვენებლთა პირველი ნაკადი უკვე მიიღეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საკურორტო სეზონის დადგომამდე ბეშუმში შიდა საავტომობილო გზები, სასმელი წყლის სისტემა მოწესრიგდა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიანი კურორტის სტუმრებს არც ელექტროენერგიის პრობლემა აქვთ. საკურორტო ზოლში მობილიზაბულია სახანძრო და სამედიცინო სამსახური, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ფუნქციონირებს ამბულატორია.