დღეს, 26 ივლისს, 14:00 საათზე გარდამავალმა მოკლე ჩართვამ 500 კილოვოლტიანი ელექტროდამცემი ხაზი "იმერეთი"-ის გამორთვა გამოიწვია, რის გამოც აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
"საქრუსენერგოს" შესაბამისი სამსახურები უკვე გასული არიან ხაზის დასათვალიერებლად.
ამ დროისათვის აღმოსავლეთ საქართველოს შეუზღუდავად მიეწოდება ელექტროენერგია.