გარემოვაჭრეები ზუგდიდის მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ და სკანდირებენ:„ვითხოვთ ზუგდიდის მერად ედიშერ თოლორაიას“.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, უკმაყოფილონი არიან ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას მიერ შეთავაზებული ალტერნატიული სავაჭრო ფართებით. მათ მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
ამ დროისთვის, ზუგდიდის მერიასთან მობილიზებულია პოლიცია.
ორი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა.