საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ112 მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ51-კმ96 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ინტენსიური თოვის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ112 მონაკვეთზე და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51-კმ96 მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.