წყნარ ოკეანეში დაკარგულ გემს ეძებენ. სამგზავრო ლაინერი ბოლოს კირიბატის წყლებში 2 კვირის წინ ნახეს, რის შემდეგაც ის რადარებიდან გაუჩინარდა. გემზე 80-მდე მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფება. სამძებრო ოპერაციაში ფიჯის და ახალი ზელანდიის სამაშველო სამსახურები არიან ჩართულნი.