უკრაინამ ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. ექსპერიმენტის ამსახველი კადრები თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა გამოაქვეყნა. მისივე თქმით, რაკეტა უკრაინულ საწარმო „ლუჩში“ დამზადდა და მის შექმნაში მონაწილეობა წამყვანმა კონსტრუქტორებმა მიიღეს. სხვა დეტალებზე ტურჩინოვს არ უსაუბრია, თუმცა რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საუბარია არა სტრატეგიულ, არამედ მცირე რადიუსის ფრთოსან რაკეტებზე.