სოჭში სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესი გაიმართა. რუსეთის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე მხარეები საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელშიც სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შევლენ. ოპოზიციის 80-კაციანი შემადგენლობა კონგრესს არ დასწრებია. ამის მიზეზი ფორუმის ლოგო გახდა, რომელზეც მხოლოდ სირიის სამთავრობო 2-ვარსკვლავიანი დროშა იყო გამოსახული. კონგრესზე მათ ინტერესებს თურქული დელეგაცია წარმოადგენდა.